პროექტის სახელწოდება
|
სინათლე-ჩრდილების მბრძანებელი.
|
პროექტის მთავარი იდეა
|
პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში,რომ ვაჩვენოთ,როგორ იცვლება დღის მანძილზე სხეულის ჩრდილის ზომები და როგორ გამოიყენა ჩვენმა წინაპრებმა ეს მოვლენა მზის საათის მუშაობის შექმნისას.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები სრულყოფილად ვერ მსჯელობენ ჩრდილის ზომის ცვლილების შესახებ დღის მანძილზე,მზის საათის მუშაობის შესახებ
|
პროექტის მიზნები
| |
მონაწილეთა ასაკი
|
9 კლასი
|
ვადები
|
15 დღე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები გააკეთებენ გაზომვებს,დაადგენენ კანონზომიერებას დღის განმავლობაში ჩრდილის ზომების ცვლილებასთან დაკავშირებით,გაიგებენ მზის საათის მუშაობის პრინციპს და გააკეთებენ სკოლაში პრეზენტაციებს და სურათების გამოფენას..
|
ძირითადი რესურსები
|
გარკვეული სიგრძის რკინის ძელი,,სიგრძის საზომი,თაბახის ფურცელი,ფანქარი,მშობელი,გიდი,ტრანსპორტი,ფოტოაპარატი,საკვები,
ვიდეოგადამღები,პროექტორი
|
პროექტის მსვლელობა
|
1.მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის სახელწოდებას და არსს,ვიმსჯელებთ პროექტის ირგვლივ,შევიტანთ მნიშვნელოვან ცვლილებებს,რომლებსაც მოსწავლეები შემომთავაზებენ.
2.პროექტს, მისი ჩატარების აქტუალობას და ვადებს გავაცნობ სკოლის ადმინისტრაციას .
3.ჩავატარებ მშობლებთან შეხვედრას და გადავანაწილებ დავალებებს(ტრანსპორტი,გიდი,საკვები).
4.მზიან დღეს გაკვეთილების დაწყებამდე და შემდეგ თითოეულ დასვენებაზე და გაკვეთილების შემდეგ 2-2 მოსწავლეს გავიყვან სკოლის ეზოში,რათა მათ ჩაატარონ ძელის სიგრძის,მისი ჩრდილის გაზომვები,ჩაწერონ შედეგები და გააკეთონ მასშტაბში ნახაზი გაზომვის ჩატარების ზუსტი დროის მითითებით.მთელი ეს პროცესი იქნება აღბეჭდილი ფოტოაპარატის ან ვიდეოგადამმგების მიერ.
5.მშობლებთან ართად მოვაწყობთ გასვლას გელათში,სადაც გიდი გააცნობს მოსწავლეებს ტაძრის მზის საათის ისტორიის,მუშაობისა და გამოყენების შესახებ.
6.მოვახდენთ მთელი ინფორმაციის შეკრაბას,დახარისხებას და ამაზე დაყრდნობით სკოლაში მოვაწყობთ პროექტის პრეზენტაციას მშობლების,სკოლის ადმინისტრაციის და მსურველების დასწრებით ვიდეორგოლების და სლაიდშოუს გამოყენებით.დერეფანში მოეწყობა მთელი პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ფიზ.9.8.მოსწავლეს შეუძლია სინათლის გავრცელების კვლევა.
კვლ.9.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება,მონაცემების აღრიცხვა.
კვლ9.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ9.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
სოფიკო ავეტისოვა
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
sofiko.avetisova2@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი
|
sofikoavetisova2.blogspot.com
|
Friday, March 31, 2017
სინათლე-ჩრდილების მბრძანებელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
-
პროექტის სახელწოდება სინათლე-ჩრდილების მბრძანებელი. პროექტის მთავარი იდეა პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში,რომ ვაჩვენოთ,რ...
Узнала много интересного.Проект очень понравился.Я считаю,что это поможет Вашим ученикам лучше узнать Вашт предмет.
ReplyDelete