Saturday, March 25, 2017

მყარი სხეულის დნობა-გამყარების გრაფიკი.



გაკვეთილის გეგმა
მყარი სხეულის დნობა-გამყარების გრაფიკი.
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური,8კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ფორმით(კერძოდ,გრაფიკულად) მიწოდებული ინფორმაციიდან მონაცემების მოძიება და ანალიზი
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლემ შეძლოს დნობა-გამყარების გრაფიკის ანალიზი და გრაფიკიდან მოიძიოს მონაცემები და გამოიყენოს ისინი.

მიზანი მიღწეულია,თუ:
1.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა
2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს დნობა-გამყარების პროცესები გრაფიკზე და რაოდენობრივად აღწეროს ისინი
3.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება
4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა  ანალიზი და შეფასება
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რამდენი აგრეგატული მდგომარეობა არსებობს,რას ეწოდება დნობა,გამყარება.რა პირობებში მიმდინარეობს ეს პროცესები,რა ფორმულით გამოითვლება სხეულის გასათბობად და გადნობისთვის აუცილებელი სითბოს რაოდენობა
შეფასების საგანი და პროცედურები
ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფლიფჩარტი,კომპიუტერი,პროექტორი,სახელმძღვანელო.დ

აფა,ცარცი,ორნაწილიანი ფურცლები
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები-2წთ
.A ფაზა(გამოწვევა)-8წუთი
წინარე ცოდნის გააქტიურება-გონებრივი იერიში(დანართი).მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად.
.B ფაზა(შინაარსის რეალიზება)
1.მასწავლებელი მთელ ჯგუფთან ერთად განიხილავს სლაიდზე წარმოდგენილი დნობის გრაფიკის პირველ უბანს და იმავე სლაიდზე წარმოდგენილი გეგმა-კითხვების მიხედვით მათთან ერთად აღწერს ამ უბანზე მიმდინარე პროცესს და წერს პასუხებს ფლიფჩარტზე.(5წთ)
2.შემდეგ გრაფიკის დანარჩენ ორ უბანზე იგივე გეგმა-კითხვების მიხედვით მუშაობენ წინა გაკვეთილზე  შემთხვევითობის პრინციპით შექმნილი ჯგუფები და აკეთებენ პრეზენტაციას.(15წთ)
.Cფაზა(გამთლიანება)
1.მოსწავლეები ინდივიდუალურად განიხილავენ სლაიდზე გამოსახულ ფოლადის დნობის გრაფიკს,რომელზედაც კონკრეტულად რაოდენობრივად ნაჩვენებია ნივთიერების დნობის მახასიათებელი სიდიდეები და პასუხობენ იგივე სლაიდზე განთავსებულ კითხვებს.პასუხები იწერება ორნაწილიან ფურცლებზე.მუშაობისათვის განსაზღვრული დროის შემდეგ ფურცლების ერთი ნაწილი ბარდება მასწავლებელს,მეორე ნაწილი კი რჩება მოსწავლეებს.შემდეგ ჩხირების საშუალებით მასწავლებელი იძახებს ერთ მოსწავლეს და ის აკეთებს პრეზენტაციას.(10წთ)
2.საშინაო დავალება.მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ურიგებს ფურცელს დავალებით.ფურცელზე მთლიანად ნაჩვენებია დნობა-გამყარების გრაფიკი და ერთ-ერთი კონკრეტული ნივთიერების გამყარების გრაფიკი.მოსწავლეებმა დამოუკიდებლად,წიგნის დახმარებით  უნდა შეისწავლონ  გამყარების გრაფიკი და უპასუხონ შეკითხვეს კონკრეტული მაგალითისთვის.აგრეთვე მოახდინონ გაკვეთილიდან წაღებული დავალების ფურცლებში დაშვებული შეცდომების ანალიზი.(3წთ)


No comments:

Post a Comment