Sunday, June 25, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ამ ორი დღის მანძილზე ტრენინგზე"პროექტებით სწავლება" გავეცანით მთელი ტრენინგის პერიოდში განსახილველ საკითხებს,ჩამოვაყალიბეთ რა უნარ-ჩვევებს უყალიბებს მოსწავლეებს პროექტით სწავლება,შევქმენით პორტფოლიო და განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და ვნახეთ პროექტების მზა გეგმების მაგალითები,განვიხილეთ სასწავლო პროექტების დაგეგმვის სქემა,ვისაუბრეთ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაზე.თითოეულმა ჩვენგანმა შეარჩია სასწავლო პროექტის თემა,მოიძია ინტერნეტში საჭირო აუდიო-ვიდეო და ვიზუალური მასალა.გავეცანით ბუკლეტების,გაზეთების შაბლონებს და ვისწავლეთ მათში სურათების ატვირთვა და ტექსტის შეტანა.შექმნილი პორტფოლიო მოვათავსეთ ჩვენს ბლოგზე,რაც საშულებას მოგვცემს ვიმუშაოთ პროექტზე და დავალებებზე ნებისმიერ ჩვენთვის  ხელსაყრელ დროს .

No comments:

Post a Comment