Monday, July 17, 2017

ინტელის პროექტი

,,დისპერსია და ფერადი მხედველობა''

           ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით  სწავლება “ მიმდინარეობდა  ცხრა დღის განმავლობაში. ტრენინგი იყო ძალზედ ნაყოფიერი. გავეცანი პროექტებით სწავლებას.აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა.
      სასწავლო პროექტის თემის  შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
       ტრენინგის მანძილზე ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის  მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.  ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტებისა შექმნა, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე, დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.გადმოვწერე ე.ს.გ სტანდარტები და მიზნები, შეუსაბამე ისინი  ჩემი პროექტის მიზნებსა დ ა სტანდარტებს, გავიხსენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი უნარები.დავწერე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას.
          მოვამზადე პრეზენტაცია  ჩემს სასწავლო პროექტზე.გავეცანი, თუ როგორ შევქმნათ სასწავლო ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
გავეცანი მოსწავლეთა პროექტების შეფასებას,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ფორმების შედგენა, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენი აღნიშნულ თემაზე რესურსები.
         ტრენინგის ბოლო დღეს  გადავამოწმე  ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე.  მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ  სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.
         ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს, ავთანდილ ცნობილაძეს,

Friday, July 14, 2017

ტრენინგის მერვე შეხვედრაზე შეგვიმოწმეს მოსწავლის თვალით დანახული ნამუშევრები და გადავიტანეთ ბლოგზე.ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლეების შეფასების საკითხზე,შეფასების რუბრიკებზე ფსილიტაციის ტექნოლოგიებით

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, July 12, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით  ელექტრონული პორთფოლიო ბლოგზე,ვისაუბრეთ ფონის ,ზომების ცვლილების ხერხებზე.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის პრინციპები.

Friday, July 7, 2017

ტრენინგის მეექვსე შეხვედრაზე ვიმუშავეთ ვებ-2 ტექნოლოგიების ინსტრუმენტებზე:თარგმნის პროგრამებზე,დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე და გაზიარებაზე,ვიდეოების გადმოწერაზე და გაზიარებაზე ბლოგზე და ინტერნეტში,ასევე კალენდრის გამოყენებაზე და ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.

დისპერსია და ფერადი მხედველობა

Wednesday, July 5, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღეს ტრენერმა
შეგვიმოწმა პრეზენტაციები,განვიხილეთ  საჭიროების შეფასების ფორმები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებების და ეთიკური ნორმების დაცვაზე,წყაროს ციტირებაზე და განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი,განვიხილეთ საძიებო სისტემები,ვისაუბრეთ წყაროს სანდოობაზე,ჩანიშვნებზე,განვიხილეთ სპეციალური საძიებო რესურსები.ასევე ვისაუბრეთ მსოფლიო ინტერნეტკავშირზე,განვიხილეთ რუკები და googl+

Friday, June 30, 2017

პრეზენტაციის მეოთხე დღეს გავეცანით  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და ჩავწერეთ ისინი პროექტის გეგმაში.შემდეგ გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

Wednesday, June 28, 2017

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.ამისათვის შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის 21 საუკუნის უნარები,საგნობრივი სტანდარტი ,ჩამოვაყალიბეთ მიზნები გ ბლუმის ტაქსონომიის ზმნების გამოყენებით .მე პირადად კიდეგავაგრძელე ბუკლეტზე მუშაობა.

Sunday, June 25, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ამ ორი დღის მანძილზე ტრენინგზე"პროექტებით სწავლება" გავეცანით მთელი ტრენინგის პერიოდში განსახილველ საკითხებს,ჩამოვაყალიბეთ რა უნარ-ჩვევებს უყალიბებს მოსწავლეებს პროექტით სწავლება,შევქმენით პორტფოლიო და განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს და ვნახეთ პროექტების მზა გეგმების მაგალითები,განვიხილეთ სასწავლო პროექტების დაგეგმვის სქემა,ვისაუბრეთ საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაზე.თითოეულმა ჩვენგანმა შეარჩია სასწავლო პროექტის თემა,მოიძია ინტერნეტში საჭირო აუდიო-ვიდეო და ვიზუალური მასალა.გავეცანით ბუკლეტების,გაზეთების შაბლონებს და ვისწავლეთ მათში სურათების ატვირთვა და ტექსტის შეტანა.შექმნილი პორტფოლიო მოვათავსეთ ჩვენს ბლოგზე,რაც საშულებას მოგვცემს ვიმუშაოთ პროექტზე და დავალებებზე ნებისმიერ ჩვენთვის  ხელსაყრელ დროს .

Friday, March 31, 2017

სინათლე-ჩრდილების მბრძანებელი.



პროექტის სახელწოდება
სინათლე-ჩრდილების მბრძანებელი.
პროექტის მთავარი იდეა
პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში,რომ ვაჩვენოთ,როგორ იცვლება დღის მანძილზე სხეულის ჩრდილის ზომები და როგორ გამოიყენა ჩვენმა წინაპრებმა ეს მოვლენა მზის საათის მუშაობის შექმნისას.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები სრულყოფილად  ვერ მსჯელობენ ჩრდილის ზომის ცვლილების შესახებ დღის მანძილზე,მზის საათის მუშაობის შესახებ
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ ჩრდილის წარმოქმნის პროცესი,მზის სხივის დაცემის კუთხის ცვლილება დღის განმავლობაში და ამ კუთხეზე ჩრდილის ზომის დამოკიდებულება,სინათლის საათის მუშაობა.გამოუმუშავდეთ კვლევის,ინფორმაციის დამუშავების და დახარისხების უნარები.

Saturday, March 25, 2017

მყარი სხეულის დნობა-გამყარების გრაფიკი.



გაკვეთილის გეგმა
მყარი სხეულის დნობა-გამყარების გრაფიკი.
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური,8კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ფორმით(კერძოდ,გრაფიკულად) მიწოდებული ინფორმაციიდან მონაცემების მოძიება და ანალიზი
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლემ შეძლოს დნობა-გამყარების გრაფიკის ანალიზი და გრაფიკიდან მოიძიოს მონაცემები და გამოიყენოს ისინი.

მიზანი მიღწეულია,თუ:
1.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა
2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს დნობა-გამყარების პროცესები გრაფიკზე და რაოდენობრივად აღწეროს ისინი
3.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება
4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა  ანალიზი და შეფასება