Monday, July 17, 2017

ინტელის პროექტი

,,დისპერსია და ფერადი მხედველობა''

           ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით  სწავლება “ მიმდინარეობდა  ცხრა დღის განმავლობაში. ტრენინგი იყო ძალზედ ნაყოფიერი. გავეცანი პროექტებით სწავლებას.აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა.
      სასწავლო პროექტის თემის  შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
       ტრენინგის მანძილზე ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის  მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.  ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტებისა შექმნა, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე, დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.გადმოვწერე ე.ს.გ სტანდარტები და მიზნები, შეუსაბამე ისინი  ჩემი პროექტის მიზნებსა დ ა სტანდარტებს, გავიხსენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი უნარები.დავწერე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას.
          მოვამზადე პრეზენტაცია  ჩემს სასწავლო პროექტზე.გავეცანი, თუ როგორ შევქმნათ სასწავლო ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
გავეცანი მოსწავლეთა პროექტების შეფასებას,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ფორმების შედგენა, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენი აღნიშნულ თემაზე რესურსები.
         ტრენინგის ბოლო დღეს  გადავამოწმე  ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე.  მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ  სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.
         ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს, ავთანდილ ცნობილაძეს,

Friday, July 14, 2017

ტრენინგის მერვე შეხვედრაზე შეგვიმოწმეს მოსწავლის თვალით დანახული ნამუშევრები და გადავიტანეთ ბლოგზე.ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლეების შეფასების საკითხზე,შეფასების რუბრიკებზე ფსილიტაციის ტექნოლოგიებით

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, July 12, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით  ელექტრონული პორთფოლიო ბლოგზე,ვისაუბრეთ ფონის ,ზომების ცვლილების ხერხებზე.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის პრინციპები.

Friday, July 7, 2017

ტრენინგის მეექვსე შეხვედრაზე ვიმუშავეთ ვებ-2 ტექნოლოგიების ინსტრუმენტებზე:თარგმნის პროგრამებზე,დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე და გაზიარებაზე,ვიდეოების გადმოწერაზე და გაზიარებაზე ბლოგზე და ინტერნეტში,ასევე კალენდრის გამოყენებაზე და ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.

დისპერსია და ფერადი მხედველობა

Wednesday, July 5, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღეს ტრენერმა
შეგვიმოწმა პრეზენტაციები,განვიხილეთ  საჭიროების შეფასების ფორმები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებების და ეთიკური ნორმების დაცვაზე,წყაროს ციტირებაზე და განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი,განვიხილეთ საძიებო სისტემები,ვისაუბრეთ წყაროს სანდოობაზე,ჩანიშვნებზე,განვიხილეთ სპეციალური საძიებო რესურსები.ასევე ვისაუბრეთ მსოფლიო ინტერნეტკავშირზე,განვიხილეთ რუკები და googl+